Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VIII ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს

 

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს VIII ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - ანტიკურობის თანამედროვეობა, რომელიც გაიმართება 2022 წლის 6-8 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).

 

კონფერენციას წელს პირველად მიეცემა საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს.

 

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 20 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

 

საკონფერენციოდ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 9 მაისამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge. თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.

 

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე, ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ქალაქი, ქვეყანა, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);

სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;

ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5

თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 სიტყვას.